რუსეთმა Human Rights Watch-ის ვებგვერდი დაბლოკა

როსკომნადზორმა, რუსეთის გენერალური პროკურატურის თხოვნით, აკრძალული საიტების რეესტრს Human Rights Watch დაამატა – ამის შესახებ BBC წერს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტატია სახელწოდებით: “უკრაინა: ბრძოლებს გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან რუსული თავდასხმის დროს” – გამოქვეყნდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ვებგვერდზე.

Human Rights Watch-ის სტატიაში საუბარია რუსული ჯარების მიერ ჰუმანიტარული დერეფნების დაბომბვაზე. შედეგად, HRW-ს მთელი ვებგვერდი დაიბლოკა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის დაზვერვა – მარიუპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა
შემდეგი სტატია„სტრატეგია აღმაშენებელი“ ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებს