რუსეთმა გერმანიის საბანკო სისტემაზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა

რუსეთმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში გერმანიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საბანკო სისტემაზე მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა – გერმანული “ბილდი” წერს. გამოცემამ ინფორმაცია რამდენიმე დამოუკიდებელი წყაროსგან მიიღო. სავარაუდოდ, შეტევის უკან ჰაკერული დაჯგუფება “Fancy Bear”-ი დგას.

გამოცემის წყაროების აზრით, კიბერშეტევა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პასუხი იყო, ასევე, ბელორუსისა და მისი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დასაცავად მიმართული ქმედება.
რუსეთი გერმანიის სხვადასხვა სტრუქტურებს ჰაკერების დახმარებით პირველად არ უტევს. მათ შორის, ბუნდესტაგი რამდენჯერმე გატეხეს, პოლიტიკოსების მონაცემები კი გაიტაცეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან აუცილებელი დიალოგის შესახებ ისაუბრა. მაშინ მას პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს. მერკელმა საკუთარი აზრი გუშინაც დააფიქსირა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი ლგბტ თემის შესახებ მიღებული კანონის გამო უნგრეთისთვის სანქციების დაწესებას ელოდება
შემდეგი სტატიაპოლონეთის თავდაცვის სამინიტროს ყოფილ სპიკერს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება