რუსეთმა განმარტა რატომ ჰქონდათ “გრუს ჰაკერებს” ჰააგაში სპეცტექნიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აპრილში ნიდერლანდებში დაკავებული რუსები საელჩოს ინფორმაციული სისტემების შესამოწმებლად იყვნენ ჩასულები – მინისტრმა სერგეი ლავროვმა მათ მგზავრობას “რუტინული” უწოდა. ნიდერლანდებმა ადრე “გრუს” ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის კიბერშეტევასა და МН17-ის კატასტროფის ფაილების მოპარვაში დასდო ბრალი.

“რუსეთის წარმომადგენლებისგან ამოღებული ტექნიკური საშუალებები საელჩოს საინფორმაციო სისტემების შესამოწმებლად იყო განკუთვნილი, კომპიუტერული ქსელების დაცულობის გასაანალიზებლად, რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებებზე კიბერთავდასხმის მცდელობის შემდეგ” – ლავროვმა თქვა. სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოთხივე ჰააგაში დაკავებულ რუსს დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა, “როგორც ხშირად გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში”. მათ “აეროპორტში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დახვდა, რომელმაც, მათი სასტუმროში განთავსების შემდეგ ისინი დიპლომატიურ უწყებაში მიიყვანა” – საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

4 ოქტომბერს ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის მიერ ორგანზიებული კიბერშეტევა აღკვეთა. რუსეთის ელჩი უკვე დაიბარა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
13 აპრილს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ე.წ. “გრუ”) მიერ ორგანზიებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომელიც მიმართული იყო ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისკენ – ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველდმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. იმავე დღეს დააკავეს დიპლომატიური პასპორტების მქონე რუსეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც, ნიდერლანდების მტკიცებით, “გრუს” თანამშრომლები არიან. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასა და სოლსბერიში ყოფილი რუსი ოფიცერის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამოძიებაში მონაწილეობა.

ჰოლანდიური კონტრდაზვერვის მონაცემებით, ოპერაციის შესასრულებლად რუსებმა საკუთარი მანქანა კომპიუტერული სიგნალების დამჭერ მობილურ ცენტრად გადააკეთეს.
მანქანის საბარგულში იდო ტრანფორმატორი და რამდენიმე ელემენტი. მანქანის სალონში – ძლიერი კომპიუტერი, ანტენა და სმარტფონი 4g სიბ ბარათით. ჰაკერები იმ ადამიანების პაროლების დაჭერას ცდილობდნენ, რომლებიც უახლოეს ქსელში შედიოდნენ. ანტენა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შტაბ-ბინისკენ იყო მიმართული.
როგორც კი მოწყობილობა ამოქმედდა, ჰოლანდიის სპეცსამსახურებმა მანქანაში მყოფი ადამიანების დაკავების ოპერაცია დაიწყეს. ამავე დროს, ერთ-ერთი რუსი მის ხელთ არსებული მობილური ტელეფონის განადგურებას შეეცადა.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილიდან ამოიღეს ნოუთბუქი, რომელიც ანკ ბეილეველდის თქმით, მალაიზიაშიც იყო გამოყენებული, რომ MH-17-ის კატასტროფის ფაილებამდე წვდომა მიეღო.
“ჩვეულებრივ, ჩვენ მსგავსი ოპერაციის დეტალებს არ ვასაჯაროვებთ” – ჰოლანდიელმა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ნიდერლანდები ამ ნაბიჯზე წავიდნენ იმიტომ, რომ რუსებს გააგებინონ, რომ “დროა მსგავსი ოპერაციები შეწყვიტონ”.

banner
წინა სტატიაშიჩერნობილში პირველი მზის ელექტროსადგური ააშენეს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი ტენდერების სკანდალს შეეწირება, ცქიტიშვილს გიორგი ჭოლაძე ჩაანაცვლებს?!