რუსეთმა განაცხადა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით – ზელენსკი

რუსი ტერორისტებისთვის ახლა ყირიმში არ არსებობს უსაფრთხოების ბაზა და სანდო ლოჯისტიკური მარშრუტი… ჯერჯერობით, ყირიმსა და მის მიმდებარე წყლებზე ცეცხლის სრულ კონტროლს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ეს დროის საკითხია – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე, ონლაინ გამოსვლისას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტი ქვეყნის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის ფლოტის გემები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში უნდა განათავსონ:

“რუსეთის საზღვაო ძალებს უკვე აღარ შეუძლიათ ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბიან ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის, უფრო სწორად მისი ნაშთების ახალი ბაზის
შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით.” თქვა ზელენსკიმ

banner
წინა სტატიაშითიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა
შემდეგი სტატიაკობახიძე – ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება