რუსეთმა განაცხადა, რომ იულია სკრიპალის სისხლში შხამი ხელოვნურად იყო შეყვანილი

რუსეთის საელჩომ ბრიტანეთში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა მოთხოვნით, რუს მედიკოსებს გადასცენ იულია სკრიპალის სამედიცინო საქმე, რომელიც სოლსბერიში მამასთან, სერგეი სკრიპალთან ერთად მოწამლეს -ამის შესახებ დიპლომატიური უწყების გვერდზეა ნათქვამი. საელჩოს პრესმდივნის თქმით, იულია სკრიპალი “ბრიტანეთის მთავრობას უკანონოდ ყავს დაკავებული და მასთან ყველა სახის კონტაქტი დაბლოკილია”, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოფიციალური მონაცემების არ არსებობა კი შეშფოთებას იწვევს. მან დაამატა, რომ მოსკოვს არა აქვს საშუალება მოწამლულების მდგომარეობა შეამოწმოს და გაიგოს, მოქმედებს თუ არა იულია საკუთარი სახელით თუ მასზე ზეწოლას ახორციელებენ.

“მომხდარის რეალურ სურათამდე წვდომის უქონლობის გამო რუს სპეციალისტებს ახალი და ახალი შეკითხვები უჩნდებათ. კერძოდ, როგორ მოხდა, რომ სისხლში, რომელიც მას 18 დღის შემდეგ აუღეს, ქიმიკატის გაუწოვარი ტოქსინი იპოვეს?” – აღნიშნულია კომენტარებში.
რუსეთის პოზიციით, სერგეი სკრიპალს, რომელმაც უფრო ძლიერი მოწამვლა მიიღო, მსგავსი რამ არ აღენიშნება. ზოგადად კი, სურათი არ გავს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლას. პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სიტუაციის ზოგადი ანალიზი ირიბად იმაზე მიუთითებს, რომ “დიდი ალბათობით პორტონ დაუნის მიერ არჩეული ტოქსიკური ქიმიკატი ხელოვნურ კომაში მყოფი იულია სკრიპალის სისხლში შეიყვანეს, ამიტომ მან ბიოქიმიურ რეაქციაში შესვლა ვერ მოასწრო”.

სერგეი და იულია სკრიპალები სოლსბერიში იპოვეს მოწამლულები. შემთხვევა 4 მარტს მოხდა. ისინი რამდენიმე კვირა კომაში იყვნენ. იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გამოწერეს. სავარაუდოდ, სკრიპალები “ნოვიჩოკით” არიან მოწამლულები.

banner
წინა სტატიაშიისლანდიაში ქურდი ციხიდან გაიპარა და ქვეყნიდან გაფრინდა რეისით, რომელზეც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიააშშ რუსეთს და სირიას დუმაში ქიმიური შეტევის ადგილის გაწმენდაში სდებს ბრალს