რუსეთმა გამოფენაზე სირიაში გამოყენებული კასეტური ბომბები გამოიტანა, რომლის ქონასაც მანამდე უარყოფდა

გამოფენაზე, რომელიც სირიის კონფლიქტს ეძღვნებოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კასეტური ბომბები გამოიტანა, რომლის სირიაში გამოყენებასაც მანამდე უარყოფდა. გამოფენის სახელწოდებაა “შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ექსპოზიცია, რომელიც სირიის არაბულ რესპუბლიკაში წარმოებული სამხედრო მოქმედებების დროს იყო გამოყენებული” – ინფორმაციას რუსული ბლოგერების გაერთიანება Conflict Intelligence Team -ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” ავრცელებს.

ექსპოზიციაზე გამოტანილი იყო კასეტური ბომბები РБК-500 АО-2,5РТ და РБК-500 ШОАБ-0,5″.

2015 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშეკოვმა კატეგორიულად უარყო კასეტური ბომბების გამოყენება სირიაში. “კასეტურ ბომბებთან დაკავშირებით – რუსეთი მას არ იყენებს” – ამბობდა მაშინ ჩინოვნიკი.

გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია მაკეტი, რომელიც აღნიშნულია, როგორც “მომწამვლელი ნივთიერების კუსტარულად წარმოების დანადგარი” – “დოიჩე ველე” რუს ბლოგერებზე დაყრდნობით წერს. კომენტარზე გერმანულმა გამოცემამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიმორის მაჩალიკაშვილს ბრალი უკვე წარედგინა
შემდეგი სტატიააშშ-ში16 წლის მანძილზე პირველად სიკვდილით დასჯა აღადგინეს