რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას, უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარით უპასუხა

რუსეთმა გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის მოწოდებას უკრაინაში სააღდგომო დღეებში ჰუმანიტარული პაუზა აეღოთ, უარით უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროს უკრაინის მუდმივ წარმომადგენელზე სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოსკოველი ფიურერის პოზიცია უშიშროების საბჭოზე რამდენიმე საათის შემდეგ გაჟღერდა“, – განაცხადა კისლიცამ.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა მდივანმა ომში მონაწილე მხარეებს „სააღდგომო მშვიდობის“ დამყარება 21 აპრილიდან მართლმადიდებლურ სააღდგომო კვირამდე სთხოვა. გუტიერეშის თქმით, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელს გახდიდა უფრო მეტი ადამიანის ევაკუირებას უკრაინის რაიონებიდან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კი დაშავებულთათვის დახმარების გაწევის საშუალებას მისცემდა. უკრაინა აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს
შემდეგი სტატია“დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის 24 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების გაწევას გეგმავს