რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირიდან 19 რუსი დიპლომატის გარიცხვის საპასუხოდ, 18 ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსულმა მხარემ „წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობის დანგრევაზე“ პასუხისმგებლობა ევროკავშირს დააკისრა.

„რუსულმა მხარემ ათწლეულების განმავლობაში ნაშენები ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის ნგრევაზე ევროკავშირს პასუხისმგებლობა დააკისრა და ევროკავშირის მიერ 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციის მოთხოვნების მკაცრი დაცვის აუცილებლობა აღინიშნა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს – ზელენსკი
შემდეგი სტატიაკიევში რუსეთთან დაკავშირებულ ქუჩებსა და მოედნებს სახელი გადაერქვა