რუსეთმა დნიპროში კვლავ დაარტყა მზესუმზირის ზეთის მწარმოებელ სამოქალაქო საწარმოს, რომელიც ამერიკული აგრობიზნეს-გიგანტის, Bunge-ის მფლობელობაშია.
თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ქარხანამ კი სერიოზული ზიანი განიცადა.
,,ეს ინციდენტი არ არის შემთხვევითობა; ის მოსკოვის მიერ ამერიკული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული სისტემური ტერორისტული კამპანიის ნაწილია.
აღნიშნული დარტყმა სულ რამდენიმე კვირაში, სუმის რეგიონში მდებარე კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიაზე განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.
მსგავსი იერიშები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სასწრაფო გაძლიერებისა და რუსულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს, დაასრულოს ომი და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში.”,- წერს X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.








