რუსეთმა, დაახლოებით, 43 750 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 43 750;
ტანკი – 1 876;
ჯავშანტექნიკა – 4 141;
საარტილერიო სისტემა – 985;
სარაკეტო სისტემა – 261;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 136;
თვითმფრინავები – 233;
ვერტმფრენი – 195;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 787;
საკრუიზო რაკეტები – 187;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 044;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 92.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის “ვაგენინგენის” პროფესორები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, წალენჯიხაში სამუშაოებს იწყებენ
შემდეგი სტატიასაია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს