რუსეთმა დაახლოებით, 400 სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა „დაახლოებით, 400 სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია”. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა 2022 წლის კოპენჰაგენის სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით, რომელიც მინდა შეგახსენოთ რომ 2014 წლიდან დაიწყო და არა 24 თებერვალს, რუსეთმა დაარღვია დაახლოებით, 400 სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ მრავალი მაგალითი მოიყვანა იმ ხელშეკრულებების, რომლებიც მისი მტკიცებით, რუსულმა მხარემ დაარღვია. მისი თქმით, მათ შორის არის გაეროს წესდება.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა გაიხსენოს ბუდაპეშტის მემორანდუმი და აღნიშნა, რომ რუსეთმა მისი დარღვევით, “მთელ ამ სურათს მაქსიმალური ცინიზმი შესძინა და რუსეთმა მთელი მსოფლიოს ბრძოლას, მსოფლიოში ბირთვული განიარაღებისთვის, ბოლო მოუღო”.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძემ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KfW) ახალი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაროცა ვსაუბრობთ, ვინ, სად, რატომ თქვა უარი ან განაცხადა თანხმობა ვიზიტებზე, ამას თავისი ფორმალური პროცედურები აქვს – მთავრობის მხრიდან განცხადება გაკეთდება, აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს – სარჯველაძე