8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუსეთმა და უკრაინამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმება დადეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებითი, ლოკალური შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას IAEA სოციალურ ქსელში ავრცელებს.

IAEA-ს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს 330 კვ-იანი სარეზერვო ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით შევიდა.

მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სარემონტო ჯგუფების უსაფრთხოება,” – განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.

banner
წინა სტატიაშიტროტუარზე დგომის გამო დაკავებულთა რიცხვს კიდევ სამი აქტივისტი შეემატა
შემდეგი სტატიაგზების დეპარტამენტის განცხადება გომი-ზესტაფონის მონაკვეთზე დაწესებულ შეზღუდვებზე