რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 49-49 ტყვე გადასცეს. ინფორმაცია რუსული მხარეს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის სამხედრო პერსონალი, ასევე სამოქალაქო პირები.

მისივე ინფორმაციით, სანაცვლოდ, რუსეთმა დაიბრუნა 49 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა უმეტესობა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის წვევამდელები არიან.

banner
წინა სტატიაშიBatumi Gaming Fest -ზე გადასახადებისა და მოსაკრებლების ზრდასთან დაკავშირებით ისაუბრეს
შემდეგი სტატია14 და 15 სექტემბერს, ფოთში პირველად საერთაშორისო მარინისტული ფესტივალი ჩატარდება