რუსეთმა და უკრაინამ ხუთშაბათს სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს

რუსეთმა და უკრაინამ ხუთშაბათს სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჯერად შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები დაბრუნდნენ სახლებში.

ბევრი მათგანი ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ვიპოვოთ, თითოეული სახელის შესახებ გადავამოწმოთ ინფორმაცია. ყველა უნდა დავაბრუნოთ სახლში. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება
შემდეგი სტატიახორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს