რუსეთმა ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრს სანქციები დაუწესა

deputati

რუსეთმა, ბრიტანეთის 287 დეპუტატს დაუწესა. გამოცემის ცნობით, რუსეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა, დაუნინგ სტრიტის შტაბის უფროსი, სტივ ბარკლაი ასევე თემთა პალატის სპიკერი ლინდსი ჰოილი.

რუსეთის განცხადებით, ეს საპასუხო ნაბიჯია გაერთიანებული სამეფოს ქმედებაზე, როდესაც ოფიციალურმა ლონდონმა, 386 რუს კანონმდებელს სანქციები დაუწესა.

​​ “ამ პირებმა, რომლებსაც აღარ აქვთ რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში და წვლილი შეიტანეს დიდ ბრიტანეთში რუსოფობური ისტერიის უსაფუძვლო გაღვივებაში”, – წერია განცხადებაში.

რუსეთის აზრით, ბირტანეთის ქმედებები მიზნად ისახავს დემონიზაციასა და საერთაშორისო იზოლაციას.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის მდივანი ჯორჯ ეუსტისი, ბრექსიტის მინისტრი ჯეიკობ რის-მოგი, კონსერვატიული კანონმდებლები ჯერემი ჰანტი და სტივ ბეიკერი არიან ყველაზე გამოჩენილი ბრიტანელი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც რუსეთის სიაში მოხვდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ უარი თქვა, დახმარებოდა უკრაინას აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნით – სიმონიანი
შემდეგი სტატიაუკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა, ევროპის ბედი აქ წყდება – ზელენსკი