15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

რუსეთმა ბორის ნემცოვის შვილი, ჟანა ნემცოვა საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა

მოკლული პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის შვილი ჟანა ნემცოვა რუსეთმა “არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებისთვის” საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.

როგორც მედია წერს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნემცოვას მიერ მამის მკვლელობის შემდეგ, 2015 წელს გერმანიაში დაფუძნებულ თავისუფლების ფონდს „არასასურველის“ სტატუსი მიანიჭა. საერთაშორისო ძებნის გამოცხადებამდე, მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ძალაში მისი რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების ან ექსტრადიციის მომენტიდან შევა. რუსეთის კანონმდებლობით, ამ ბრალდებით ნემცოვას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

banner
წინა სტატიაში“ფასადური აღმოჩნდა გაკეთებული დაპირებები” – თამარ ონიანი
შემდეგი სტატიასულხან თამაზაშვილის ახალი ბრძანებით, მედლების ტარების წესი იცვლება