29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

რუსეთმა ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნები დაიწყო

რუსეთის ჯარებმა ბირთვული ძალების მომზადებასა და გამოყენებაზე წვრთნები დაიწყეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები 19-21 მაისს ჩატარდება.

„დაგეგმილია ზომები ბირთვული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების მათი ამოცანების შესასრულებლად მოსამზადებლად და მათთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ საცდელ პოლიგონებზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება. ასევე დამუშავდება ბელარუსში განლაგებული ბირთვული იარაღის ერთობლივი მომზადებისა და გამოყენების საკითხები“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიული სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტები, შორი მოქმედების ავიაციის სარდლობა და ლენინგრადისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ნაწილები. წვრთნებში სულ 64 000-ზე მეტი ადამიანი და 7 800-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული, მათ შორის: 200-ზე მეტი რაკეტსაწინააღმდეგო მოწყობილობა, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შემდეგი სტატიაკობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს