რუსეთმა Bellingcat -ის გამოძიება რუსლან ბოშიროვის შესახებ უარყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “ახალი საკენკი” ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისთვის იყო გათვლილი.

რუსეთმა საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება უარყო, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პირი რუსეთის დაზვერვის სამსახურის პოლკოვნიკია.

ბრიტანეთში მოქმედი საგამოძიებო ორგანიზაცია Bellingcat-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სახელი და გვარი, რომელიც ცნობილია როგორც რუსლან ბოშიროვი, სინამდვილეში ანატოლი ჩეპიგაა.

Bellingcat-ის მტკიცებით, ის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკია, რომელსაც, ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

banner
წინა სტატიაშისენცოვი ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის კანდიდატი გახდა
შემდეგი სტატიარუსეთმა Bellingcat -ის გამოძიება რუსლან ბოშიროვის შესახებ უარყო