რუსეთმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამოყენება დაიწყო

ისტორიაში პირველად, საკონტეინერო მატარებელი თურქეთიდან – რუსეთში, საქართველოს გავლით მიემართება.
თურქული და რუსული წყაროების ცნობით, რუსულმა სააქციო კომპანია РЖД Логистика-მ და თურქულმა ლოჯისტიკურმა ოპერატორმა Pasifik Eurasia Logistics -მა, თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით, ბაქო-თბილისი-ყარსის კორიდორის გამოყენებით, პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნის ორგანიზება განახორციელეს.
მატარებელი, რომლის ეშელონზეც დაწყობილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით დატვირთული 15 ერთეული ორმოცფუტიანი კონტეინერი, 29 იანვარს თურქეთის დედაქალაქ ანკარის მარშანდიზის სადგურიდან, გამოემართა. მატარებელი საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტვირთს დანიშნულების სადგურ ვორსინოში (რუსეთი, კალუგის ოლქი) ჩაიტანს.

კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი
შემდეგი სტატიაედუარდ მარიკაშვილი: ყველა სამართლებრივი გზით დავიცავთ ივერი მელაშვილის უფლებებს და ეს დაცვა/ბრძოლა იქნება უკომპრომისო