რუსეთმა ბალტიის ქვეყნების საელჩოები დახურა

21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლიტვას, ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების დახურვის ბრძანება გასცა.

ესტონეთისა და ლიტვის საკონსულოები სანქტ-პეტერბურგში, ასევე ლატვიის საკონსულო სანქტ-პეტერბურგსა და ფსკოვში დაიხურა. ამასთან ერთად, საელჩოს თანამშრომლები „პერსონ ნონ გრატად“ გამოცხადდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის “უკანასკნელ პროვოკაციას” უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიკრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის ადგილზე მტერი სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს – ნაზაროვი
შემდეგი სტატიაომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვა მეტ ადამიანს სურს – NDI