რუსეთმა აშშ ალეპოს დაბომბვაში დაადანაშაულა

26რუსულ მხარეს სირიის ქალაქ ალეპოში არ ჩაუტარებია ოპერაცია უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე, ამიტომ ამერიკული მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ავიაციამ ალეპოში ორი საავადმყოფო გაანადგურა, ცილისწამებაა – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ.
ერთი დღით ადრე, პენტაგონის წარმომადგენელმა სტივენ უორენმა განაცხადა, რომ ალეპოს ორი საავადმყოფო სირიის და რუსული სამხედრო ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა, რომლის შედეგადაც, სასიცოცხლო ობიექტის გარეშე დარჩა დაახლოებით 50 ათასი ადამიანი – მას არ დაუკონკრეტებია ეს როდის მოხდა.

“რუსული თვითმფრინავები ალეპოს რაიონში გუშინ არ მუშაობდნენ. მათი უახლესი მიზანი ქალაქიდან 20 კილომეტრში იყო. სინამდვილაში კი ალეპოს გუშინ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიცია ბომბავდა” – განაცხადა კონაშენკომ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ნატო-ს სჭირდება პარტნიორები და ის მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება
შემდეგი სტატია,,გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი “მეგობრის” – პრემიერ-მინისტრის გარეშე”