30 აპრილიდან რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ერთიანი ბილეთით” მულტიმოდალური მგზავრობა აღდგა,_ ინფორმაციას BPN რუსეთის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სერვისი 30 სექტემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი და რუსებს საშუალებას მისცემს, ოკუპირებული რეგიონის კურორტებზე “კომბინირებული მარშრუტით” იმოგზაურონ.
მათივე ცნობით, მგზავრებს მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ შეუძლიათ, ავტობუსზე გადასხდნენ, რომლებიც საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მოძრაობენ.
პროგრამის მარშრუტებში ოკუპირებული აფხაზეთის ძირითადი კურორტები, მათ შორის, გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, ახალი ათონი და სოხუმი შედის.














