რუსეთმა აფხაზეთს სამხედრო ქონების ნაწილი გადასცა

აფხაზური მედიის ცნობით, 21 სეტემბერს აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქონების ნაწილი ოფიციალურ ვითარებაში გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს. ცერემონიას ესწრებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე რამზეს ნაბიევი. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ “ორი ქვეყნის” გენშტაბებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დამყარდა. ცერემონიაზე რუსეთის საელჩოს მრჩეველმა იური იასნოსოკირსკიმ აღნიშნა, რომ “შემთხვევით არ დაემთხვა აფხაზეთისთვის სამხედრო ქონების გადაცემაში რუსეთის “სამხედრო დიდების დღეს”, რომელიც აღინიშნება 21 სეტემბერს.
აფხაზეთის ე.წ.ვიცე–პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას თქმით, აფხაზეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო ძალების გაძლიერებას და სამხედრო ქონებით აღჭურვას. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ინფორმაცია კონკრეტულად რა სახის ქონება გადაეცა აფხაზურ მხარეს, არ დაასახელა.

banner
წინა სტატიაში„შენების მოძრაობის“ გორის მერობის კანდიდატი, მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი იქნება
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-ზესტაფონის რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს