რუსეთმა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა

ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი კრემლმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. რუსული კანონის თანახმად, სენატორის ყველა ანგარიში რუსულ ბანკებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გაიყინოს.

აღსანიშნავია, რომ წინა გაზაფხულზე გრეჰემი ძებნილთა სიაში მოხვდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა. საქმის დაწყების მიზეზი კი გრეჰემისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრის დროს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი გახდა, სადაც გრეჰემი ამბობს, რომ “რუსები კვდებიან” და შემდეგ დასძენს: “ჩვენ არასდროს დაგვიხარჯავს ფული ასე წარმატებულად”. მოგვიანებით გაირკვა, რომ სენატორის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა “რადიო თავისუფლება” არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიტანა
შემდეგი სტატიაკარა-მურზას წერილი ციხიდან ნავალნის სიკვდილზე