რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და შემდეგ თავი კეთილგონიერ აქტორად წარმოაჩინოს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს და შემდეგ საკუთარი თავი კეთილგონიერ აქტორად წარმოაჩინოს და დაადანაშაულოს დასავლეთი თავსი ნებისმიერ წარუმატებლობაში – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო სადაზვერვო სამსახური აღნიშნავს, რომ 25 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ჰუმანიტარული დერეფანი გახსნას შავ ზღვაზე სურსათის გადამზიდავი გემებისთვის.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, ოფიციალური მოსკოვის მცდელობა, მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების სიმძიმის შემცირებას, ასევე ხაზს უსვამს იმ დარტყმაზე, რომელსაც სანქციები რუსეთის რეჟიმს აყენებს.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შემდეგი სტატიაუკრაინაში გერმანიის ელჩი – უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადავცემთ, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა