რუსეთმა 8 იაპონელი და 3 ნორვეგიელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა 8 იაპონელი და 3 ნორვეგიელი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებსმათივე ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი მოსკოვში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 8 დიპლომატმა რუსეთი 10 მაისამდე უნდა დატოვოს.

როგორც Sky News-ი იუწყება, აღნიშნული მოხდა მას შემდეგ, რაც იაპონიამ 8 რუსი დიპლომატი, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ გააძევა.

ამავდროულად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სამ ნორვეგიელ დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც ოსლომ კრემლის უკრაინაში შეჭრის გამო, იმავე რაოდენობის რუსი დიპლომატები გააძევა.

banner
წინა სტატიაშიკოვიდის დროს ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ – ჯანდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიაუკრაინაში სულ უფრო მეტი ნეონაცისტი და უცხოელი დაქირავებული მებრძოლი ჩნდება – პუტინი