15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა გამოაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე ამ მაგალითს მიჰყვება“ – აღნიშნეს უწყებაში.

ამავდროულად, უწყებამ ყურადღება გაამახვილა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარაზე, რომ მოსკოვს სწორედ 9 მაისს დაესხმებოდნენ თავს. სამინისტრომ პირობა დადო, რომ რუსი სამხედროები დღესასწაულების დროს უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომას მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კიევის ცენტრზე საპასუხო მასირებულ სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ.

ამ შემთხვევაში, უწყებამ მშვიდობიანი მოქალაქეები და უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები კიევის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ გააფრთხილა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანმა ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ისეთი ქვეყნის გემს, რომლებიც კონფლიქტში ჩართულები არ არიან
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს, თან იმ ფონზე, როცა სომხეთი მალე ამ უფლებას მიიღებს