რუსეთმა 31 ენერგოკომპანიას საპასუხო სანქციები დაუწესა

რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგოკომპანიებს, რომლებითაც იგი ბუნებრივ აირს ევროპაში ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სანქციების სიაში გაზპრომის 31 შვილობილი კომპანია მოხვდა.

სანქცირებული კომპანიების უმეტესობა არის გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე, აშშ-დან და სინგაპურიდან. მათ შორის გაზპრომის ყოფილი შვილობილი კომპანიებია, რომლებიც დაკავშირებულია Gazprom Germania GmbH-თან და Gazprom Marketing & Trading Ltd.

სიაში შედის Wingas/WIEH/WIEE ჯგუფი, რომელიც ფლობს კონტრაქტების დიდ პაკეტს რუსული გაზის მიწოდებაზე და Astora, გაზის შენახვის უმსხვილესი ოპერატორი ევროპაში.

შეზღუდვის ქვეშ მოექცა EUROPOL GAZ SA, გაზპრომისა და PGNiG-ის ერთობლივი საწარმო, Yamal-Europe გაზსადენის პოლონური ნაწილის ოპერატორი. რუსეთის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება სანქცირებული კომპანიებთან.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ლექსო თორაძის გარდაცვალებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი
შემდეგი სტატიალექსო თორაძის გარდაცვალებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი – ზურაბიშვილი