რუსეთისთვის გზავნილი ძალიან მკაფიოა: უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილება ფრთხილად უნდა მიიღოს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს.
რუსეთისთვის გზავნილი ძალიან მკაფიოა. უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინა იყოს NATO-შიც. მაგრამ ახლა, ამ მომენტში გადაწყვეტილების მიღება ყველასთვის სახიფათოა, რადგანაც ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს და თუ უკრაინა იქნება NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, მაშინ ეს იქნება მესამე მსოფლიო ომი. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, – თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.