რუსეთისგან საფრთხეს ხედავს ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგი – თავდაცვითი მექანიზმების ამოქმედებაზე მსჯელობისთვის ხვალ შეიკრიბებიან

ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარეობენ, მომავალ კვირას დაიწყებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გასაძლიერებლად. ამის შესახებ Bloomberg ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოზე დაყრდნობით წერს.

ორპოს განცხადებით, აღმოსავლეთ ფლანგის სამიტზე, რომელიც სამშაბათს ჰელსინკიში გაიმართება, ქვეყნები შეთანხმდებიან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ევროკავშირის ფარგლებში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ბულგარეთის ლიდერები.

ფინეთის პრემიერის თქმით, საწყის ეტაპზე თავდაცვის პროექტებისთვის დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო გამოიყოფა, ხოლო 2027 წლიდან დაწყებულ მრავალწლიან ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებმა შესაძლოა 135 მილიარდ ევროს მიაღწიოს. დაფინანსება მიმართული იქნება საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებაზე, საჰაერო თავდაცვაზე, დრონების აღმოჩენისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის სისტემებზე, ასევე სახმელეთო ძალების განვითარებაზე.

banner
წინა სტატიაშინაძვის მოჭრაზე კანონმდებლობა მკაცრდება – ჯარიმის საწყისი ოდენობა 2000 ლარია
შემდეგი სტატიათბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს – ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება