
“ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ – გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა”- წერს სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელი.
ამ ამბავმა ჩამომშალა. დავით გოგობერიშვილი ჩემი კურსელი/ჯგუფელი იყო. დილიდან ვათვალიერებ ყველაფერს, რაც მასზე იწერება და მიხარია (ამ სიტუაციაში თუ შეიძლება ადამიანს რამე გაგიხარდეს), რომ მასზე მხოლოდ კარგს ვკითხულობ. ასეთი იყო ყოველთვის – ყველას უყვარდა!
ჩემთვის დეტალებს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ – გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა”.
ამ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პირობებშიც ახერხებენ ადამიანებმა მასზე ის დაწერონ/თქვან, რასაც დილიდან მასზე ვკითხულობთ.
ყველას მოგეკითხებათ, ვისაც ამაში იოტისოდენა წვლილი გაქვთ. ეჭვი არ შეგეპაროთ!
ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, იმედია ხვდებით რომ თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკვდილის/,,თვითმკვლელობების” ქრონიკების შეაჩერება!
მშვიდობით ,,გოგობერა”- აღნიშნავს თოლორაია.
გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.
შსს მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ – 115) იძიებს.
გარდაცვლილი გოგობერიშვილი თბილისში, ავტოფარეხში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
















