11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები 314 პატიმრის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ხუთი თვის განმავლობაში პირველი მსგავსი გაცვლა იქნება. აღნიშნული შედეგი დეტალური და პროდუქტიული სამშვიდობო მოლაპარაკებების მეშვეობით იქნა მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ უწყვეტი დიპლომატიური ჩართულობა რეალურ შედეგებს იძლევა და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას ხელს უწყობს“, – წერს უიტკოფი X-ზე.

მისი თქმით, „დისკუსიები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში დამატებითი პროგრესია მოსალოდნელი“.

„მადლობას ვუხდით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მასპინძლობისთვის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ლიდერობისთვის, რამაც ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა“, – აცხადებს უიტკოფი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა
შემდეგი სტატიამურთაზ ზოდელავა სპეცრაზმელს – რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, შტურმი ნახეთ ათონელის მოედანზე?