რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრა სავარუდოდ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილება

რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შესაძლო შეხვედრაზე სავარუდოდ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრაზე იმსჯელებენ. ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლი.

აბაშიძის თქმით, ამ ეტაპზე შეხვედრისთვის სამზადისი არ მიმდინარეობს, თუმცა მზად არის, განიხილოს ეს საკითხი, თუ რუსეთის მხარიდან დაისმება.

“რა თქმა უნდა, უნდა შედგეს შეხვედრა, თუ ეს იქნება შედეგის მომტანი კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში,” – ამბობს აბაშიძე.

თუმცა, ის არ აკონკრეტებს ვინ უნდა გაემგზავროს ამ შეხვედრაზე საქართველოდან -პრემიერი თუ პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაში“ანა დოლიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს ზიანი მიდგომოდა“- აკაკი მინაშვილი
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო