რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ლაოსში ერთმანეთს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის „საგარეო არეულობისა და დაბრკოლებების“ პირობებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ცენტრალიზებული, ღია და ინკლუზიური რეგიონული თანამშრომლობის არქიტექტურის შესანარჩუნებლად რუსეთთან ითანამშრომლოს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ევრაზიაში „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის“ დანერგვის საკითხი განიხილეს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – დიახაც, ვაპირებთ, რომ რუსეთთან ვაჭრობა გავაგრძელოთ – არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ოპოზიცია რომელ ქალაქში, სოფელსა და უბანშიც არ უნდა მივიდეს, მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ