რუსეთის ვორონეჟის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, საწყობში ფეთქებადსაშიში ნივთები ინახება, დაწყებულია მოქალაქეთა ევაკუაცია.

როგორც ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა განმარტა, უპილოტო საფრენი აპარატები ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს, ხოლო საწყობში ხანძარი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.

გუსევის თქმით, ხანძრის შედეგად დაიწყო „ფეთქებადსაშიში ნივთების“ დეტონაცია. მისივე ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. საგანგებო სამსახურები და სამხედროები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.

გუსევის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის ათი საათიდან დასახლებულ პუნქტში, სადაც საწყობი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუცია.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – მარკ რუტე იქნება ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი
შემდეგი სტატიადედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს