რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პუტინის თანაკურსელი წარადგინეს

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას, სავარაუდოდ, დაიკავებს 70 წლის ირინა პოდნოსოვა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოდნოსოვას კანდიდატურას დღეს, 1-ელ აპრილს, უზენაესი სასამართლოს უმაღლესმა საკვალიფიკაციო კოლეგიამ რეკომენდაცია „ერთხმად“ გაუწია.

კანონის თანახმად, პრეზიდენტმა პუტინმა პოდნოსოვას კანდიდატურა ფედერაციის საბჭოს უნდა წარუდგინოს. საბჭო კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 6-წლიანი ვადით დანიშნავს.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 23 თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა სასამართლოს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ლებედევი.

ირინა პოდნოსოვამ 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1975 წელს ეს ფაკულტეტი დაამთავრა რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც.

პუტინის თანაკურსელი პოდნოსოვა სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ლენინგრადის საოლქო სასამართლოს და მეორე სააპელაციო სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოებში არასდროს უმუშავია, 2020 წელს რუსეთის უზენაეს სასამართლოში აირჩიეს თავმჯდომარედ იმ კოლეგიის, რომელიც ეკონომიკურ დავებს განიხილავს. გამოცემა „კომერსანტი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით მაშინ წერდა, რომ პოდნოსოვა საკმაოდ გავლენიანი ადამიანია, რადგან „ყველას ესმის, ვინ დგას მის უკან“.

banner
წინა სტატიაშიეს ადამიანები მალავენ ზუსტად იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩრდილოვანად ლგბტ პროპაგანდას აფინანსებენ – იონათიშვილი ოპოზიციაზე
შემდეგი სტატიამომავალი წლიდან ზედამხედველობის სააგენტოს კიდევ 101 დასახელების სამშენებლო პროდუქტი დაემატება