რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჯაშუშობაში და ტერორიზმში ბრალდებული უკრაინის 71 წლის მოქალაქე გარდაიცვალა

რუსეთში ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული უკრაინის 71 წლის მოქალაქე ვიქტორ დემჩენკო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაცით, უკრაინელის გარდაცვალების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სასამართლომ მისი საქმე დახურა.

ვარაუდობენ, რომ დემჩენკო გარდაიცვალა დონის როსტოვის ერთ-ერთ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ვინაიდან მისი საქმე განიხილებოდა ამ ქალაქში მდებარე სამხრეთ რაიონულ სამხედრო სასამართლოში.

ვიქტორ დემჩენკო დონეცკის ოლქის ქალაქ მოსპინოში ცხოვრობდა, რომელიც 2014 წლიდან არის DPR-ის კონტროლის ქვეშ არის. რუსეთის საგამოძიებო ორგანომ მამაკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრა ჯაშუშობის (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276), ტერორისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.4 მუხლის მე-2 ნაწილი) და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი დრის ვან აგტი მეუღლესთან ერთად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს