რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა დასავლეთში უპრეცედენტო კრიზისი და ინფლაცია გამოიწვია – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებამ, დაუწესონ ანტირუსული შეზღუდვები რუსეთს, დასავლეთი უპრეცედენტო კრიზისამდე მიიყვანა.

“რიგი დასავლური ქვეყნების უარმა ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსეთის ენერგორესურსების კუთხით – ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელს, გამოიწვია რეალური ენერგეტიკული კრიზისი და აისახა, სხვათა შორის, შეერთებულ შტატებზეც. ფასები ყველგან იზრდება და ინფლაცია უბრალოდ მაღალ ნიშნულზე ადის – ამ ქვეყნებისთვის ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთიც, რა თქმა უნდა, გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ამას ახალი შესაძლებლობებისა და ვარიანტების გაჩენად ხედავს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას შეეძლება გაზარდოს ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შიდა მოხმარება, ნედლეულის ღრმა გადამუშავების სტიმულირება და ენერგომომარაგების ზრდა მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

banner
წინა სტატიაშიპუტინს დონბასში ძალების შეკრება სურს, რომელიც 5-ჯერ მეტი იქნება უკრაინულ ჯარზე – The Times
შემდეგი სტატიაუკრაინულ მხარესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოვყალიბდებით როგორ და ვინ წავა – უსუფაშვილი