რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ფიტავს პუტინის ომის მანქანას – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირის, აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები “ფიტავენ პუტინის ომის მანქანას”.

ამ თემაზე მან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მოლაპარაკებებს კიდევ უფრო მკაცრი ზომების მისაღებად.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ რუსეთის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის გადარჩენის ან ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხი, არამედ ის “კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთლიან გლობალურ წესრიგს”.

მისივე განცხადებით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რაც აუცილებელია რუსეთის დასამარცხებლად – “ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები დავეხმარებით უკრაინას ფერფლიდან აღდგენაში”.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, როდესაც გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი მართავდა
შემდეგი სტატიაკობახიძის გზავნილი თავიანთი სისტემის მოსამართლეების დამშვიდების მცდელობაა – ბოკერია