რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა. დღეიდან ძალაში შევიდა, რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაფართოება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. შავ სიას რუსეთისა და უკრაინის 21 მოქალაქე შეემატა. მათ შორის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ანდრეი ჩერეზოვი და დეპარტამენტის დირექტორი ევგენი გრაბჩაკი.

გაზრდილ სასანქციო სიაში ასევე 9 კომპანია ფიგურირებს, მათ შორის, „სურგუტნეფტეგაზი“ და „ტექნოპრომექსპორტი“.

რუსეთისთვის სანქციების დაწესება ამერიკაში მოქმედი ახალი კანონის, “საპასუხო ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მტრების წინააღმდეგ სანქციების მეშვეობით,” საფუძველზე მოხდა, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.

სანქციები აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ 26 იანვარს დააწესა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა ტორტონის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას საქმის ადვოკატი აცხადებს, რომ ემუქრებიან