რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში – ზელენსკის განცხადება, რომ მზადაა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, პიარის მცდელობაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ პრეზიდენტის განცხადება, რომ მზადაა მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, პიარის მცდელობაა, – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

”ეს ნამდვილად არის პიარის მცდელობა. ადამიანებს არ ესმით, რომ სამიტის მოლაპარაკებები საფუძვლიანად უნდა მომზადდეს და დღის წესრიგი ორივე მხრიდან უნდა იყოს შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი საჭირო არ არის. მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვიტავს. გარკვეული კონტაქტები ხორციელდება და უკრაინელებისგან ცოტა ხნის წინ წარდგენილ წინადადებებზე გარკვეულ პასუხებს ველით,“- განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის საგარეო უწყება – ემანუელ მაკრონის ინიციატივა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის შესახებ არ წარმოადგენს ევროკავშირში წევრობის ან გაწევრიანების პროცესის ალტერნატივას
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსი გენერალი მოკლეს