რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში – რუსეთის ოპერაცია უკრაინაში მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება – იარაღის მიწოდებით თქვენ მხოლოდ ახანგრძლივებთ კიევის კრიმინალური რეჟიმის აგონიას

რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გაგრძელდება მანამ, ვიდრე უკრაინა არ შეწყვეტს დონბასის დაბომბვას და სანამ მისი ტერიტორიიდან საფრთხე არ შეწყდება, – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

„ჩვენ დავიწყეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რათა ბოლო მოგვეღო უკრაინის მიერ დონბასის დაბომბვისთვის და ასევე იმისთვის, რომ ქვეყანამ (რომელსაც დასავლური სახელმწიფოები დაეხმარნენ, რომ ანტირუსულ ქვეყნად ქცეულიყო) და მისმა ნაციონალისტურმა ხელმძღვანელობამ შეწყვიტონ საფრთხის შექმნა როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის. სპეცოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ეს მიზნები არ მიიღწევა“, – განაცხადა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, დასავლეთი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, კონფლიქტს ახანგრძლივებს.

„იარაღის მიწოდებით თქვენ მხოლოდ ახანგრძლივებთ კიევის კრიმინალური რეჟიმის აგონიას, რომელიც მზად არის მსხვერპლად გაიღოს საკუთარი მოსახლეობა. რაც უფრო ადრე გააცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე მივა უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებების მაგიდასთან რეალისტური პოზიციით და არა პომპეზური ლოზუნგებითა“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიანიკოლაევის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა