რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები სოჭში იკრიბებიან

,,ანადოლუ აჟანსის,, ინფორმაციით, 22 ნოემბერს სოჭში სამმხრივი ფორმატით რუსეთის თურქეთის და ირანის პრეზიდენტები შეხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის და ჰასან როუჰანის შეხვედრის თემატიკა სირიის კონფლიქტი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პუტინისა და ერდოღანისთვის,  ეს შეხვედრა იქნება მეორე შეხვედრა 9 დღიანი ინტერვალით, რადგან ეს ორი პრეზიდენტი 13 ნოემბერს უკვე შეხვდნენ ერთმანეთს სოჭში.

banner
წინა სტატიაშიმუგაბე პუტჩისტ სამხედროებს არ ემორჩილება
შემდეგი სტატიამოსკოვში ქართულ-რუსული სამეცნიერო-ქრისტიანული კონფერენცია გაიხსნა