რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად არიან მსხვერპლი და დაშავებულები. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
თავდაპირველად ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მხოლოდ ცენტრალურ ნაწილზე განხორციელებულ შეტევასა და შესაძლო მსხვერპლზე გაამახვილა ყურადღება.
სიტუაციის დაზუსტების შემდეგ ფედოროვმა დაადასტურა, რომ რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.

















