დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე რუსულმა ძალებმა FPV დრონით მიიტანეს იერიში. ინფორმაციას ტელეგრამის არხზე რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ განჟა ავრცელებს.
თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ორი 12 წლის გოგონა, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ხუთი ზრდასრული პირი საავადმყოფოში რჩება, მათ შორის სამი (54 და 43 წლის მამაკაცები და 46 წლის ქალი) მძიმე მდგომარეობაშია. დანარჩენი დაშავებულები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა მიკროავტობუსი.
















