რუსულმა ოკუპაციურმა ძალებმა კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მასშტაბური მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. უკრაინული მედიისა და გენერალური პროკურატურის ცნობით, თავდასხმა ორი დრონით, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე განხორციელდა.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა (თავდაპირველად 5 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია). დაშავებულია 130 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი.
საავადმყოფოებში გადაყვანილთაგან 29 დაშავებულის, მათ შორის ხუთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე კვლავ გაგრძელებულია სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები.
















