რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში უკრაინის არმიამ კურსკის რეგიონში 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში კურსკის რეგიონში უკრაინის არმიამ 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის არმიის დანაკარგები ბოლო ერთ დღეში ამგვარად გამოიყურება: ოთხი ტანკი, ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი, 18 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა „ემ 777“, 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კრაბი“ და 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცა „დე-20“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთში შეჭრის შემდეგ უკრაინის არმიამ, საერთო ჯამში 900-ზე მეტი ჯარისკაცი და 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგა.

რუსეთის მხრიდან ოპერაციაში ჩართულია დაჯგუფება „სევერი“, რეზერვები, საარმიო ავიაცია და არტილერია.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონში განაცხადეს, რომ კურსკში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის არ ეშინიათ
შემდეგი სტატიაილონ მასკი ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს „კოსმოსიდან ულვაშების ატრუსვით“ დაემუქრა