რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის რეგიონებში 96 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასირებული თავდასხმის მოგერიება შეძლეს. როგორც რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, განადგურდა 96 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათი უმეტესობა – მოსკოვის რეგიონში.

კერძოდ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ მოსკოვის დროით 07:00 საათიდან 10:00 საათამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 70 უპილოტო საფრენი აპარატი: 34 – მოსკოვის რეგიონის, 14 – ბრიანსკის, 7-7 – ორიოლისა და კალუგის, ექვსი – კურსკის და ორი ტულის თავზე. ამასთან, 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იქნა განადგურებული ბრიანსკის ოლქის, სამი – როსტოვის ოლქის, ორი – ბელგოროდის და ერთი – კურსკის ოლქის თავზე. გარდა ამისა, დაახლოებით 21:25-დან 23:00 საათამდე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდში, ერთი კი – კურსკის ოლქში.

„ღამისა და დილის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასირებული შეტევა განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარეებს შეხვედრაზე უარი ვუთხარი
შემდეგი სტატიაუკრაინის საგარეო უწყება – კიევი არ იყო წინასწარ ინფორმირებული ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ