რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.„უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ, კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მცდელობა აღიკვეთა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები აზოვის ზღვის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქების თავზე გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაში“არა მასწავლებელთა დისკრიმინაციას”-პედაგოგების პეტიცია და მიმართვა განათლების სამინისტროს
შემდეგი სტატიააშშ-ში სასურსათო მაღაზიაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა