რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა.

როგორც რუსეთის დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, აფხაზეთის სამხედრო ბაზაზე „ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად“.

„პერსონალს მიეცათ სხვადასხვა შესავალი დავალებები, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო მიახლოებულ პირობებში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – დღევანდელი სხდომის გადადება ემსახურება პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და ბრძანება მოდის ზემოდან
შემდეგი სტატიარუსეთმა ხარკოვში დაბომბა სასტუმრო, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ